სულიერი სიმშვიდის პიკი

ყველაფერი ჩემდა უნებურად მოხდა. გადავწყვიტე ჩემს ცხოვრებაში ცოტა ცვლილებები შემეტანა და ყველაფერი გადმომეფას–გადამეფასებინა🙂 გადავწყვიტე რომ მიყვარდეს ადამიანები და გავუღიმო მათ – სანაცვლოდ კი არაფერს ვითხოვდე. გადავწყვიტე რომ ყველა ადამიანსვინს მიყვარს – ვაგრძნობინო ეს,  პატარა იაფასიანი საჩუქრით, წერილებითა და დიდი გულით. გადავწყვიტე რომ რაც ცუდი თვისება მაქვს ყველა გადავაგდო ნაგვისყუთში, სამაგიეროდ დავხვეწო ჩემი ის რამდენიმე თვისება, რომელიც ძალიან მომწონს და ვამაყობ მათი არსებობით.

წინა პოსტში, როცა სახურავზე ავედი, დავწერე რომ ძალიან ბედნიერი ვარ–თქო. მართლაც, მაგ დღის მერე ძალიან დიდ შვებას განვიცდი. წვრილმანებზე აღარ ვნერვიულობ, გუშინ საოცარი ფაქტი მოხდა. სკოლაში მასწავლებელთან ვიჩხუბე და რომ მივხვდი უზრდელურად რომ გამომივიდა მივედი და ბოდიში მოვუხადე. ადრე ამას არ გავაკეთებდი, ისევ თავის გამართლებას დავიწყებდი და ვიფიქრებდი, რადგან ესე გავაკეთე ანუ საჭირო იყო თქო.

დღეს, მე სუ სხვანაირი წარმოდგენები მაქვს ჩემს მომავალზე, სხვანაირი კრიტერიუმებით ვაფასებ ადამიანებს (ამაზე ჩემს ერთერთ ახლო მეგობართანაც მქონდა საუბარი) შმეიყვარდა ჩემი საყვარელი ადამიანების “ნაკლები”. ანუ რაზეც ადრე ჩხუბი მქონდა, რატო ესეთი, რატო ასე და არა ისე… ყველაფერი წარსულს ჩაბარდა. მივხვდი რომ რომ არა “ასეთობა” და “ისეთობა” შეიძლება სულ არ მყვარებოდნენ. და სწორედ იმიტომ მიყვარან რომ “ასეთები” და “ისეთები” არიან.

ჩემი თავიც ზუსტად ისეთი შემიყვარდა, როგორიც ვარ… სადღაც გულის სიღრმეში. მშობლებთან “უკეთესი შვილი გავხდი” ოღონდ არა იმიტომ რომ ფული მოეცათ ან რამე ეყიდათ, უბრალოდ გულით მომინდა რომ სხვანაირ მარიტას დავმსგავსებოდი და გამომივიდა კიდეც.

დღეს კი ბედნიერი ვარ დედაჩემის, მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების ბედნიერ სახეებს რომ ვუყურებ : )

ფოტოები განწყობისთვის


9 responses to “სულიერი სიმშვიდის პიკი

  1. გილოცავ რომ ესეთი ხარ.. დარწმუნებული ვარ მანამდეც ეგეთი იყავი, უბრალოდ შენ ვერ ამჩნევდი.. იმიტომ რომ შენი დანახვა ყოველთვის მიხაროდა და არასოდეს მიფიქრია შენზე ცუდად… პირიქით ძალიან მიყვარხარ :*

    Like

    • ვაიმე გენაცვალე🙂
      მეც მასე ვფიქრობ დაახლოებით, ალბათ სულ ესეთი ვიყავი მაგრამ დრო მჭირდებოდა რომ ჩემი ნამდვილი “მე” მეპოვა… ისე როგორც ყველას.

      Like

  2. მე ამ გვერდზე შემთხვევით მოვხდი. მართალია არ გიცნობ, მაგრამ ჩემთვის სასიამოვნო იყო ამის წაკითხვა. რა მაგარია როცა საკუთარი თავის შეცვლა გინდა! გახდე უფრო კეთილი, მშვიდი, სიხარულით სავსე. ეს ის თვისებებია რომელიც აკლია ყველას დედამიწაზე.

    მეც დაახლოვებით იგივე სიტუაციაში ვიყავი, და დღემდე ვმუშაობ საკუთარ თავზე. ეს მეხმარება ხოლმე – http://www.self-discovery.ge/sami-varjishi-rom-gaxde-bednieri
    იქნებ შენც დაგეხმაროს🙂

    Like

    • ძალიან დიდი მადლობა. შენი კომენტარი ჩემთვის სტიმული იყო. ეგ საიტი ვიცი და ძალიან მომწონს, ხშირად ვიყენებ ხოლმე, საკმაოდ კარგი და სასარგებლო რაღაცეები წერია.

      Like

  3. მეგონა ჩემს პოსტს ვკითხულობდი :დდ
    ერთნაირი გეგმები გვაქვს.
    სხვისი ნაკლების შეყვარება გამომდის. როცა ადამიანის ნაკლებსაც სეიყვარებ მაშინ უფრო “გიყვარს”.
    მართალია ზოგჯერ მაბრაზებენ კიდეც მაგრამ ..
    ხდდ

    Like

  4. იმაზე კარგი შეგრძნება არ არსებობს,საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთანაც ჰარმონიაში რომ ხარ🙂

    Like

  5. arasdros ar vyopilvar kompliqturi adamiani, magram exla ragac damemarta sul vchxuboob! gadavwyvite yvelaferi shevcvalo chems cxovrbeashi, tvisebebi naklovanebebi, dadebitebi upro gavzardo da uaryopitebi shevamciro! sad gadis siketesa da borotebas shoris zgvarii?! am bolo dros vcdiilob tavi shevikavo da nebisyopas vimushaveeb! maqvs uamravi ocneba da mati ganxorcieleba minda! miyvars adamiani romelsac ar vuyvarvar magram am calmxrivi siyvarulitac bednieri var, vcdilob yvelafershi dadebiti davinaxo! agar viyeneb e.w. jargonebs, agar vchoraob! n mokled ashkarad kargi adamiani xar dad didi nebisyopa gaqvs warmatebebs gisurvel ! genacvale

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s