შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ

ერთი კვირის წინ , პარნასში ვიყავი. დრო ბევრი მქონდა, ამიტომ გადავწყვიტე წიგნები დამეთვალიერებინა და რომელიმე მათგანი შემეძინა. არჩევანი კი ამ წიგნზე შევაჩერე. ლანა ღოღობერიძე – ალბათ ყველას გაგიგონიათ. მისი ჩანაწერები “ცხელ შოკოლადში” მაქვს ნანახი,  ყოველთვის დაკვირვებით ვკითხულობდი ხოლმე და თითოეულ სიტყვას ბოლომდე შევიგრძნობდი. ამიტომაც არაა გასაკვირი, წიგნად შეკრული მოგონებებს რომ გადავაწყდი ძალიან გამიხარდა.როგორც ჩანს, პარიზში მოგზაურობისას ლანამ მთელი 4 წლის მოგონებები ჯერ დღიურის სახით ჩაწერა, შემდეგ კი წიგნად გვისახსოვრა🙂

ეს არის წიგნი, რომელშიც ცხოვრება იგრძნობა. ჩანს რომ ამ ადამიანს ბევრი აქვს ნანახი და ემოციებს სავსედ გადმოგვცემს. საერთოდ ცხოვრებისეული წიგნები ყოველთვის იმაზე მეტად მაინტერესებს ვიდრე სატავგადასავლო და სხვა ჯანრები. ამიტომ ეს წიგნი ჩემს სამაგიდო წიგნად იქცა. მასში საუბარია ისეთ თემებზე, როგორებიცაა : სიკვდილი და სიცოცხლე, სიცარიელე, ადამიანის სულიერი საზრდო, ევროპა და საქართველო, ჩვენი ქვეყნის მომავალი, უდიდესი ბრძენი ადამიანები და მათი გამონათქვამები, ბედნიერება და მისი მოპოვების გზები, ფრანგები, მარადიული სიყვარული და ა.შ

“და, აი, მოულოდნელად, რამდენიმე წლით (თუ არაფერი შეიცვალა) დავსახლდი პარიზში. ჩემს ასაკში ახალი ცხოვრების დაწყება ცოტა უცნაურია, თუმცა გულწრფელად რომ ვთქვა მოჭარბებული ასაკის შეგრძნება არ მაქვს (როგორც ხედავთ, სიტყვა სიბერესაც ვერ ვხმარობ). და უცებ მახსენდება – სიბერე უეცრად არ გვატყდებაო თავს, ამბობს სიმონ დე ბოვუარი. ჰოდა ის, ალბათ, მეც უკვე დამატყდა თავს, მაგრამ ჯერ მიმალავს თავის მოსვლას… ცხოვრება მოგზაურობაა, საკმაოდ მოკლე, მაშინაც კი, როდესაც გრძელია…”

ყველას გირჩევთ შეიძინოთ ეს წიგნი და წაიკითხოთ🙂

4 responses to “შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ

  1. დამაინტერესა.. მეც ძალიან მიყვარს ცხოვრებისეული წიგნები.. ალბათ იმიტომ ვარ ბლოგერი და ვკითხულობ სხვის გრძნობებს🙂

    Like

  2. Pingback: | Notes of Summer·

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s