სიცარიელე შემოიპარა ჩემში

მეგონა სიცარიელე ვერასოდეს დაისადგურებდა ჩემში, რადგან მე ჩემს თავში ემოციებით სავსე, ათასგვარ რამეზე ჩაფიქრებულ გოგონას ვხედავდი. ბოლო დროს, ბევრი რამე შეიცვალა ჩემს “თავში”.  ყველაფერი ატრიალდა, დატრიალდა, და თავის ადგილზე დალაგდა. აღარ ვარ უყურადღებო, აღარ ვარ დაბნეული, სანამ რამეს ვიტყვი და გავაკეთებ ასეთუისე ვუფიქრდები, აღარ ვარ ის გოგო, რომელიც მარტო გართობაზე იფიქრებს, აღარც ისეთი სავსე ვარ , როგორიც ვიყავი…

მივხვდი რომ , “მე”–ს რაღაც აკლია, რომ სიცარიელე შეავსოს… მე კი მის ძიებაში ვარ და თან ჩემს თავს “ვიცნობ”… არვიცი ეს სიცარიელე – სიყვარულის და სითბოს ნაკლებობაა თუ ინტერესების დაუკამყოფილებლობა, ან იქნებ საინტერესო ადამიანების არყოლა? არვიცი არვიცი… მაგრამ ფაქტია, რომ ადგილი რომელიც ჯერ ვერავინ და ვერაფერმა დაიკავა – ცარიელია… და ისევ ელოდება შევსებას…

ფოტოები ემოციისთვის


4 responses to “სიცარიელე შემოიპარა ჩემში

  1. ყველას ცხოვრებაშია ეგეთი მომენტები, როცა არ იცი რა გინდა… როცა იცვლები… მითუმეტეს ჩვენს ასაკში, როდესაც ადამიანებად ვყალიბდებით.. ასე რომ ნე ნერვნიჩაი!

    Like

    • მართალია მართალია. მე პირიქით მიხარია კიდეც, შენ არიცი ეხლა რა ბედნიერი ვარ🙂 ჯერ იმიტო რომ თითქოს ნამდვილი “მე” ვიპოვე, მეორეც ვიცვლები იმისკენ რაც ჩემია, და ვგრძნობ რომ გავიზარდე. ძალიან კარგი გრძნობაა

      Like

  2. ეს დიიდი ცვლილების პირველი ეტაპია
    ხშირად განმარტოვდი, წიგნები წაიკითხე და რაც გამომგდის ის გააკეთე მაგალითად ხატვა, წერა ან ა.შ
    წიგნებში ბევრ საინტერესო რაღაცას აღმოაჩენ, ეგ დაგაკმაყოფილებს.
    ყოველშემთხვევაში მე მაკმაყოფილებს.
    კარგი წიგნის წაკითხვა მირჩევნია ბევრ ნაცნობთან ურთიერთობას ^___^

    Like

    • უცებ ისე გამიხარდა ეს კომენტარი როწ ავიკითხე, ვერ ავღწერ.
      დღეს ვფიქრობდი ზუსტად მაგაზე და გადავწყვიტე სანამ დასასვენებლად წავალ, მართლა დასასვენებლად წავიდე, იმას ვგულისხმობ რო სადაც ვაპირებ წასვლას ჩემი ნატესავის სოფელში, დამსვენებლები არ არიან და მომიწევს 1 კვირა მარტო ყოფნა, წიგნების კითხვა, მთაში სეირნობა და ჩემს 2 დიდ ნათესავთან ერთად ყოფნა, რომლებთან ურთიერთობის მერე უფრო ვჭკვიანდები ხოლმე. ამიტომ ძალიან მიხარია❤

      წინ დიდი ცვლილებების დროა❤ მიხარია შენნაირი ადამიანი რომ აღმოვაჩინე, როგორც ჩანს ცხოვრების ასე თუ ისე ერთნაირ გზას გავდივართ : )

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s