სტუმრად წიგნებთან

მახსოვს პატარა რომ ვიყავი , ზაფხულის არდადეგებზე დასვენების მაგივრად – წიგნებს ვკითხულობდი დღე და ღამე, ღამე და დღე… მიმაჩნდა, რომ ასე უნდა “დამესვენა”, მაგრამ გავიზარდე. წიგნიც მივივიწყე და დასვენებაზეც სხვა ასოციაციები წარმომეშვა.

რამდენიმე ხანია ჩემ თავს “გაზრდას” ვატყობ. მესმის რომ მართლა გავიზარდე და 15 წლის ვარ, მაგრამ ესე უცებ და ამდენი რაღაცა ჩემს თავში? მიკვირს, თანაც ძალიან… ყველაფერი ერთად მირტყავს , მიკაკუნებს და ცხოვრების შეცვლისკენ მიბიძგებს. ყველანაირი სურვილი გამიქრა ძველი “გასართობი საშუალებების” მიმართ.  სასწაულად შემიყვარდა ჭკვიანი და ზოგადად მოაზროვნე ადამიანები (არვიცი შეიძლება ეს იმის ბრალია რომ გარშემომყოფებში მათ დეფიციტს განვიცდი) ვისწავლე ოჯახისა და იმ თითზე ჩამოსათვლელი მეგობრების დამტკიცება ვინც მყავს, მომავალზე უფრო და უფორ მეტს ვფიქრობ, გამიჩნდა “სასარგებლო” ინტერესები, შემიყვარდა ფიქრი და საერთოდ მომინდა “შემეცნო საკუთარი თავი” რადგან  წინა პოსტშიც ვახსენე, საკუთარი თავის შეცნობა სამყაროს შეცნობას ნიშნავს–მეთქი.

ეს მცირე შესავალი იქით იყოს და დღეს საჯარო ბიბლიოთეკაში ვიყავი. თანაც პირველად. ალბათ ინტერესისა და მოტივაციის მოზღვავებული რაოდენობა უნდა გქონდეს ამ სიცხე პაპანაქებაში იმ აღმართზე რომ ახვიდე… მაგრამ მოხდა ! არ დავიწყებ იმის ჩამოთვლას რამდენი დრო დამეხარჯა დარეგისტრირებასა, ანკეტების შევსებასა და კატალოგების არჩევაში. მაგრამ ცნობისმოყვარეობა მაინც დავიკმაყოფილე და როგორც იქნა მაღალჭერიანი დარბაზის კარები შევაღე. ჯერ უჩვეულო სიწყნარემ მიმიზიდა, ისეთი სიჩუმე იყო თავი დამნაშავედ ვიგრძენი რომ შემოსვლისას ჩემი ფეხის ხმა გაისმა და ვიფიქრე ვინმე ხომ არ დააფრთხო–მეთქი. უზარმაზარი სამკითხველო ადგილი იყო,  მყუდრო სავარძლები და მაღალი ფანჯრები გარედან მწვანე ფოთლებით  დაფარული. ოთახში გრილოდა, მერე იქ მომუშავე ქალთან მივედი და ჩემი წიგნები (ზოგად ფსიქოლოგიასა და ადამიანის პიროვნულ სამყაროზე) ორივე ხელით მივიხუტე. გავეშურე კუთხეში და კიტხვა დავიწყე. ძალიან სასიამოვნო პროცესია, როცა ასეთ გარემოში კითხულობ.

ერთ მხრივ მიკვირდა კიდეც, ეს მე ვარ მართლა თუ მეჩვენება–მეთქი? მერე ნელ ნელა შევეგუე იმ აზრს რომ ეს მე ვარ, ბიბლიოთეკაში მოვედი და წიგნს ვკითხულობ! რათა…. აღარ ვიტყვი. ძალიან ბევრი მიზეზი მაქვს, სუ სუ თავიდან რომ დავიწყო უბრალოდ მინა ნაკითხი ვიყო და მორჩა. იმ დარბაზში შესულს არ არსებობს კითხვა არ მოგინდეს, ეს უბრალოდ მათთვის ვინც ჯერ კიდევ არ მისულა, ან მივიდა და დაივიწყა ან დიდი ხანია უნდა მივიდეს და უბრალოდ თავს ვერ აბავს. მიდით საჯარო ბიბლიოთეკაში და  წაიკითხეთ !!!!!!


პს – ბიბლიოთეკა “ჩვენს” ფანტაზიებში

7 responses to “სტუმრად წიგნებთან

  1. მეც 15 წლის ვიყავი პირველად რომ მივედი საჯაროში. უცნაური დღე იყო. სკოლიდან გავიპარე და რატომღაც წავედი საჯარო ბიბლიოთეკაში (ახლა არ მახსოვს რატომ). რომ შევედი საშვი მთხოვეს. რა თქმა უნდა არ მქონდა; და გამიშვეს სარეგისტრაციოში. იქ მომთხოვეს პირადობის მოწმობა; მაგრამ, რა თქმა უნდა, არც ის მქონდა (საერთოდ არ მქონდა). ბევრი “ვეჩალიჩე”, მაგრამ მაინც არ შემიშვეს…
    მახსოვს გრძნობა – ძალიან გაბრაზებული ვიყავი; თან ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა ამეღო საშვი წიგნის წასაკითხად…
    ეს იყო 1995-ში.
    ალბათ შენ მაგ წელს დაიბადე :)))

    Like

    • ჰაჰა🙂 წარმომიდგენია რა გაბრაზებულიც იქნებოდი :))
      ხო, მაგ წელს დავიბადე და 15 წელში დაახლოებით შენნაირ უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი :))

      Like

  2. ბიბლიოთეკაში შარშან მივედი პირველად. ვცდილობ ორშაბათი დღე დვამთხვიო ან პარასკევი იმიტომ რომ სხვა დღეებში უჟმური ქალი მხვდება ხოლმე :დდ

    Like

    • ვაიმე :))) პირველად რომ მივედი მეც ისეთი უჟმური ქალი დამხვდა, რამის სურვილი წამიხდა სამკითხველოში შესვლის❤

      Like

  3. mec 15is var da mivedi mand,magram sashvic ar momces sheni piradobis momwmoba an mshobeli unda sheni dabadebis mowmobito tu ragaca mitxra… agar mivedi magram aucileblad mival dedachems waviyvan😀 shen rogor mogces mshobeli waiyvane?

    Like

    • არა პირადობის მოწმობა მივიტანე🙂 ძალიან ადვილია. ხო , აუცილებლად მიდი🙂

      Like

  4. რა საოცარია და მეც 15 წლის ვიყავი, პირველად რომ მივედი.. პატარაობაში კიარა.. ახლაც ხშირად მეჩხუბებიან მშობლები და ნათესავები, ეს ბავშვი რა სულ კითხულობსო :))) რა ვქნა, მიყვარს. თუმცა გააჩნია, სად ვარ და ვისთან ერთად… მაგრამ დროს ყოველთვის ვპოულობ.. ახლაც, გამოცდების პერიოდშიც, ყოველთვის! ხან მარშუტკაში, ხან გვიან ღამით ძილის წინ, ხან გადავდებ უღიმღამო და ნაცრისფერ ბიზნესს ან მარკეტინგს და ჩემს წიგნს ვუბრუნდები.. სხვანაირად არ შეიძლება.. სხვანაირად არ შემიძლია..

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s