შეიცანი თავი შენი

ამბობენ, თუ ადამიანი საკუთარ თავს შეიცნობს – ეს სამყაროს შეცნობასაც ნიშნავსო. ძველ ბერძნებსაც სწორედ ასე მიაჩნდათ და დევიზადაც “შეიცანი თავი შენი” ჰქონდათ.  იმ დროიდან მოყოლებული ჩვენ ვცდილობთ საკუთარი თავის შეცნობას, და ჩვენს თავებში ისეთ კითხვებზე პასუხების მოძებნას, როგორებიცაა : ვინ არის ადამიანი, რა არის მისი არსი, საიდან მოევლინა იგი წუთისოფელს და რა გზა აქვს წინ სავალი.

ჩემი აზრით, მთელი ჩვენი ცხოვრება საკუთარი თავის ძიებაა. არ არსებობს ადამიანი ვინც ბოლომდე შეიცნობს საკუთარ თავს და შესაბამისად სამყაროსაც, მაგრამ ადამიანი რომელიც უკეთ შეიცნობს თავს უდაოა რომ ბევრად კარგად იგრძნობს თავს, ვიდრე ადამიანი რომელიც გაურკვევლობაშია ჩაძირული და არ იცის რა უნდა, და ბევრად მეტსაც მიაღწევს  :)  რამდენიმე თვის წინ მეც ასეთ გაურკვევლობაში ვიყავი,  იქამდე კიდევ 1 წლის წინ და ასე… მეგონა ასე გაგრძელდებოდა დაუსრულებლად და ის საშინელი გრძნობა როცა შენ აღარ ხარ – შენ არ გაქრებოდა… მაგრამ ასაკი ხომ მაინც ტავისას შვება? ცოტა რომ წამოვიზარდე და უფრო მეტი ვისწავლე ამ ცხოვრებაზე მივხვდი რომ ყველაფერი არც ისე ცუდია როგორც ერთი შეხედვით ჩანს🙂 მივხვდი რომ თუ შენი თავი არ დაარწმუნე რომ ბედნიერი ხარ ვერც ვერასდროს გახდები ბედნიერი, ამიტომ შევიყვარე ცხოვრება და მანაც შემიყვარა🙂

ახლა, როდესაც თავს მშვენივრად ვგრძნობ , აღარც ჩაკეტილი ვარ და ჩემს თავშიც კარგად დავრწმუნდი. ახლა როდესაც ყველანაირი ღირებულება გადავაფასე და ყველაფერს სერიოზულად ჩავუღრმავდი, მინდა თქვენც მოგიზოდოთ “თქვენი თავების შეცნობა”

ამისთვის კი ეს სტატიაც გადაიკითხეთ, იმედია დაგეხმარებათ🙂


***

ჩვენ არა ერთხელ მიგვიცია რჩევა სხვისთვის ან თუნდაც საკუთარი თავისთვის, რომ ვიყოთ ბუნებრივები და ისეთები როგორიც ვართ. რჩევის მიცემა ძალზედ ადვილია, მაგრამ ამ რჩევის განხორციელება საკმაოდ რთული საქმეა. ჩვენ მივეჩვიეთ დავექვემდებაროთ იმ წესებს რაც საზოგადოებაშია მიღებული და თუ ვინმე ამ ჩარჩოებს დაარღვევს უმოწყალოდ ვიწყებთ ამ ადამიანის განკითხვას და გმობას. ჩვენ იმდენად ვემორჩილებით საზოგადებრივ კანონებს, რომ ვეღარ ვაცნობიერებთ ვინ ვართ და რას წარმოვადგენთ. სად გადის ზღვარი ჩვენს თავსა და იმ ნიღაბს შორის რომელსაც ყოველ დღე ვაფარებთ თავს?

ვინ ვარ მე?

• ეს რომ გაიგო უნდა დაივიწყო ემოციები და განცდები და ეცადო შენს თავს სხვა ადამიანის თვალით შეხედო. უნდა დააკვირდე რას გრძნობ ამ წუთას, ოღონდ ტყუილის გარეშე, ვინაიდან საკუთარი თავის მოტყუება აბსოლუტური ნონსენსია.

• შემდეგი ეტაპია გააცნობიერო თუ რას გრძნობ და რამდენად რეალურია ეს გრძნობა. თუ სიხარულს და შვებას გრძნობ, მაგრამ ეს გაღიზინიანებს, ვინაიდან ეს უბრალოდ მოჩვენებითი შეგრძნებაა, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს გადაღლისგან ე.ი. ჯერ კიდევ ვერ მიაგენი შენს რეალურ გრძნობას. თუმცა, ეს დიდი წარმატებაა ვინაიდან ცდილობ მოუსმინო შენს რეალურ `მე~-ს და შინაგან ხმას.

• ამის შემდგომი ეტაპია იმის გაცნობიერება, თუ რამდენად მოგწონს შენი თავი და რამდენად მისაღებია ის პრინციპები რაც გაქვს.

• არსებობს კიდევ ერთი მეთოდი რომელიც დაგეხმარება იმის გარკვევაში თუ ვინ ხარ. ამაში კი შენი ყველაზე ახლობელი ადამიანი დაგეხმარება. სწორედ ის, რომელიც იცი, რომ არასოდეს მოგატყუებს. განმარტოვდი და ჩაუღრმავდი შენს თავს. ეცადე შეიგრძნო შენი თავი და შემდგომ განცდილი გამოსახულება ფურცელზე გადმოიტანე. სწორედ ეს ფურცელი აჩვენე შენს ახლობელ ადამიანს და აუხსენი, რომ ეს გამოსახულება შენ გიკავშირდება და ჰკითხე მას მისი მოსაზრება ნანახ გამოსახულებაზე.

• ძალზედ სასარგებლოა შენს თავს მისწერო წერილები, წაიკითხო და მერე გადააგდო. როგორც ფსიქოლოგები ამტკიცბენ ეს თვითგამორკვევაში გვეხმარება.

• ასევე შეგიძლია შენი პორტრეტი გადაიტანო ფურცელზე ანუ ინფორმაცია შენ თავის შესახებ. ჯერ – სახელი, ასაკი, სამუშაო. შემდგომ გარეგნობა – სიმაღლე, წონა, თვალის ფერი, ფიგურა. შეფასებების გარეშე, უბრალოდ დააფიქსირე ფაქტები.

• და ბოლოს შინაგანი პორტრეტი, კომენტარების და ასევე შეფასებების გარეშე. ნუ გააკრიტიკებ ან გაალამზებ შენს თავს. იყავი რეალური. შეიძლება ფეთქებადი, არაპუნქტუალური ან მშიშარა ადამიანი იყო, მაგრამ ეს ხომ შენ ხარ. შეიძლება შენი რეალური სახე არ მოგწონდეს მაგრამ უმჯობესია იცოდე ვინ ხარ, ვიდრე შენს თავს მოატყუო და იფარისევლო.

მიზეზი

ჩვენ მუდმივად ვღალატობთ ჩვენს თავს, ვივიწყებთ ჩვენს შინაგან სამყაროს და ვიქცევით ისე, როგორც ამას საზოგადოებრივი წესები და ახლობლობა მოითხოვს. საკუთარი თავის ღალატი კი დადებითი შედეგებით არ მთავრდება. თუ ვფარისვლობთ გარშემომყოფნი გრძნობენ ჩვენს `სიყალბეს~ და შესაბამისად გვექცევიან!
იმის გარკვევა თუ ვინ ხარ, საიდან მოდიხარ და რას წარმოადგენ, გეხმარება ჭეშმარიტი სურვილების და მიზნების გაცნობიერებაში და რაც მთავარია ინდივიდუალური და თავისუფალი აზროვნების მქონე ადამიანი თავისუფლდება იმ ბორკილებისგან რომელსაც საზოგადოება, სოციალური სტატუსი და ყველაზე უარეს შემთხვევაში სახელმწიფო პოლიტიკური წყობა გვახვევს თავს.

P.s – LIVE Because life is everything…🙂

8 responses to “შეიცანი თავი შენი

  1. მე ვარ თითქმის სულ გაურკვევლობაში.. იმიტომ რომ ხასიათები საოცარი სისწრაფვით მეცვლება… ერთი პერიოდი საერთოდ არაფერი მახარებდა (გეხსომება ჩემი ძველი ბლოგიდან), მაგრამ ეხლა შევიცანი ჩემი თავი + სამყარო და ვარ ბედნიერი იმით რომ ცოტა ხანი მაინც ვარ აქ🙂

    Like

    • მეც ეგრე ვარ ხოლმე, უცებ საშინელ ხასიათზე ვდგები მერე უცებ ძალიან ბედნიერი ვარ მერე უცებ ყვირლი მინდება და ა.შ….. მაგრამ ეს ბოლო პერიოდი, როცა ყველაფერი გავაცნობიერე ეგეთები თითქმის აღარ მჭირს. ცუდათ რომ ვხდები ხოლმე მაშინვე ვეკითხები ჩემ თავს, რის გამო ვარ ასე და რომ არ ღირს… მერე ვდგები და ვწერ. წერის მერე ყველაფერი რიგდება🙂

      Like

  2. მომეწონა ეს პოსტი, ცხოვრებაში ყოველთვის მინდა, დავსტოპდე და დავფიქრდე რას ვაკეთებ, რატომ, რა მინდა… და ვერ მოვაბი თავი ჯერჯერობით…
    საკუთარი თავის შეცნობა ყველაზე დიდი რამაა, რასაც ადამიანმა შეიძლება მიაღწიოს…

    Like

    • გეთანხმები, საკუთარი თავის შეცნობა ბევრი რამის მიღწევაში დაგეხმარება. მაგრამ ალბათ რაც არ უნდა ვეცადოთ ბოლომდე მაინც ვერ შევიცნობთ საკუთარ თავებს.

      Like

  3. Pingback: ძიების პროცესი ადამიანში | Notes of Summer·

  4. Pingback: როგორი ზაფხული მინდა? | Notes of Summer·

  5. რაც მთავარია ინდივიდუალური და თავისუფალი აზროვნების მქონე ადამიანი თავისუფლდება იმ ბორკილებისგან რომელსაც საზოგადოება, სოციალური სტატუსი და ყველაზე უარეს შემთხვევაში სახელმწიფო პოლიტიკური წყობა გვახვევს თავს. <<< yvelaze mniSvnelovaniiii

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s