დავაფასოთ ის რაც გვაქვს !

ბავშვობიდან მოყოლებული ძალიან მიზანდასახული ვარ, შემიძლია ერთ რამეზე ჩავიციკლო და მთელი დღეები და კვირები  მოვანდომო მის განხორციელებას, შეიძლება ამაზე  თვეებიც კი დამჭირდეს მაგრამ მთავარია ბოლოს მაინც მივაღწევ სასურველ მიზანს !  ხშირად ყოფილა რომ რაღაცა მითქვამს, მერე ეს ჩემი სურვილი მეგობრებისთის გამინდია , მათ კი ა ასეთი პასუხებით მოუმართავთ : “გაგიჟდი?” , “მაგას ამრთლა აპირებ?” “შანსი არაა, ტყუილად იწვალებ” მაგრამ ბოლოს იმდენს ვაკეთებ ხოლმე რომ მაინც გამომდის….თანაც არ ვარ ისეთი ტიპის ადამიანი რომ “ყველაფერი გავაკეთო მიზნის მისაღწევად” (ცუდიც და კარგიც) ისე ვაკეთებ ყველაფერს რომ ამითი ზიანს არც სხვას ვაყენებ და არც საკუთარ თავს🙂

ალბათ იფიქრეთ რომ ეს ძალიან კარგია… დიახ გეთანხმებით ! კარგია უდიდესი მოტივაცია, ენერგია, ძალა, შესაძლებლობა… მაგრამ ცუდია უმადურობა ! ჩემი ძალიან დიდი უარყოფითი თვისება… არასდროს ვკმაყოფილდები იმითი რაც მაქვს, სულ რომ შესანიშნავი რამე მოხდეს მაინც გამოვძებნი ხოლმე რამე “ცუდს” და მერე იმაზე ვწუწუნებ… მართალია წუწუნით სხვებს არ ვაწუხებ მაგრამ ჩემთვის მაინც არ ვარ ხოლმე ბედნიერი…  მესმის რომ ადამიანი ყოველთის სრულყოფილებისკენ უნდა ისწრაფვოდეს და უკეთესი და უკეთესი უნდოდეს, მაგრამ იმითი მაინც ხომ უნდა დაკმაყოფილდეს რაც აქვს?😦 ასე ხომ ვერ ვიქნები ბედნიერი… მიხარია რომ ამ ყველაფერს ვაცნობიერებ და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს, ბოლო დროა ვცდილობ იმითი ვიყო ხოლმე ბედნიერი რაც მაქვს, მაგრამ მაინც შემომიტევს ძველებული წუწუნის გრძნობა…როცა არაფრით ვარ კამყოფილი და სახემონჟღრეული უკმაყოფილოებით ვარ სავსე..

2 responses to “დავაფასოთ ის რაც გვაქვს !

  1. არაუშავს, ჩემგან განსხვავებით მოტივაცია მაინც გაგაჩნია.. მე კი არ მაქვს.. და არაფრისკენ არ ვისწრაფვი😦
    აე რომ +1 შენ🙂

    Like

    • ალბათ ჯერ არ გიპოვია ისეთი რამ რისკენაც უნდა მიისწრაფვოდე… ეგ სულაც არ ნიშნავს რომ მოტივაცია არ გაგაჩნია. მოტივაცია ყველას გააჩნია, ურალოდ ზოგს მეტი და ზოგს ნაკლები. ამიტომ იპოვე “რასაც ამდენი ხანი ეძებდი” და მოტივაციაც თავისით მოვა🙂

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s