“სამოსელი პირველი” ანუ დედამიწას სიყვარული ატრიალებს

tumblr_mf1px3NMcQ1r0i9t4o1_500_large

„ ვერანაირ ტყუილს ვერ მოიგონებ, სადმე სხვაგან რომ არ არსებობდეს“

ამბობს რომანის ერთ-ერთი გმირი და ალბათ „სამოსელი პირველის“ ავტორისა და მკითხველის ყველაზე დიდი სურვილიც სწორედ ესაა. იქნებ მართლაც არსებობს ქალაქი, სადაც, უყვართ საკუთარ თავზე მეტად, მეგობრის გამო თავს სწირავენ, დანაშაულს პატიობენ და სიკვდილს დასცინიან. იქნებ მართლაც არსებობს ქალაქი კანუდოსი, სადაც ნამდვილი ადამიანები თიხის სახლებში ცხოვრობენ.

ერთი პატარა ბიჭის დომენიკოს ისტორია არის „სამოსელი პირველის“ დიდი ისტორია. მის სოფელში მოსაწყენი, ერთფეროვანი ცხოვრებაა. ჰყავს ძმა გვეგვე, რომელიც დომენიკოსაგან განსხვავებით ზედაპირული, პრიმიტიული ადამიანია. ჩვენი მგზავრი კი, როგორც მთავარ გმირს გურამ დოჩანაშვილი უწოდებს ცნობისმოყვარეობით, ოცნებებითა და სიყვარულითაა სავსე.

დომენიკოსთან ერთად ჩვენ ვგრძნობთ, რომ ის სოფლის  მყუდროებისთვის არ არის დაბადებული. მან უნდა იცხოვროს ნამდვილი ცხოვრებით, შეიყვაროს ქალი და შემდეგ დაკარგოს ის, უყუროს ადამიანის სიკვდილს, რომ გაიგოს სიცოცხლის ფასი.

“სიკვდილი რომ არ იყოს აღარ იქნებოდა ქვეყნად გულადი და ლაჩარი, მდიდარი და მონა, თვით სიკეთე და ბოროტებაც არ იქნებოდა, სიკვდილი რომ არ იყოს. არ დაგჭირდებოდათ არც ბრძოლა და ერთმანეთის ჟლეტა, მაგრამ არც მოსავლისათვის მიწის დაბარდა დაგჭირდებოდათ. არც ოსტატური სიტყვა-პასუხი, არც ვისიმე შიში არ გექნებოდათ და არც კეთილები იქნებოდით და არც ბოროტნი, არც ბედნიერნი და უბედურნი – აღარაფერი არ ვიქნებოდით, ვიღა გაგვარჩევდა სიკვდილი რომ არ იყოს… მთელი ის ჩვენი უსასრულო სიცოცხლე აღარაფერი არ იქნებოდა, ახლა კი, ახლა, სიკვდილი რომ არის, სიცოცხლე – სიცოცხლეა.”

სოფელში ერთი უსახელო მამაა, რომელიც სოფლის გამგებელიცაა, ბატონიც და ნამდვილი მამაც. მართალია, დომენიკო სოფლიდან მიდის ლამაზ-ქალაქში მაგრამ, მამა სულ მასთანაა, როდესაც ბიჭი ჭერში იხედება. ლამაზ-ქალაქში ლეპოლდინო ყოველ საათში ამცნობს მოქალაქეებს: „დილის 8 საათია და ყველაფერი რიგზეა“. აქ ყველაფერი ყალბია, მოჩვენებითი და მატერიალურ დონეზე დასული. დომენიკომ მხოლოდ ანა-მარიაში იპოვა ის რაღაც, რასაც ალბათ ღმერთის ნაგლეჯი ჰქვია. ანა-მარია დომენიკოს ცოლი, მართალია ლამაზ-ქალაქში ცხოვრობს ფიზიკურად, მაგრამ სულიერად მაინც სხვაგან არის, მუსიკასა და ცას შორის გამოკიდებული.

დომენიკო კამორაში მიდის, სადაც ყველაფერი ძალადობასა და ბოროტებაზეა დაფუძნებული. კამორამ ოკეანიის ერთ-ერთი ქალაქი გამახსენა, სადაც ყველას ყველაფერი აქვს სულის გარდა (ჯორჯ ორუელი “1984). ადამიანი სანამ ადგება ჯერ უნდა დაეცეს. ჩვენ მგზავრსაც ასე ემართება. კამორაში ის სათამაშოა, არარაობებისთვის. დომენიკო ხედავს, რომ გულგრილობასა და ღალატს არ აქვს საზღვრები. თუმცა რკინისნიღბოსანი კაეტანო ყოველ საათში ამცნობს კამორელებს რომ „დილის 10 საათია და ყველაფერი გენიიალურადააა”, ყველაფერი საშინლად არაგენიალურია. ქალები ბრილიანტებს ჭამენ, ადამიანებს სხეულის ნაწილებს აჭრიან, მეგობრები ერთმანეთს აბეზღებენ. თვით შეყვარებულებიც კი მოფერებისას თითოეულ სიტყვას ამაყად უმატებენ : “დღეგრძელი იყოს დიდი მარშალი”. ამასობაში კი მარშალი ბეტანკური ხარბად განძს აგროვებს,წამების ბრძანებებს იძლევა და ფიქრობს თუ როგორ გაანადგუროს მესამე ქალაქი – კანუდოსი.

ხუთმა მეამბოხე ადამიანმა შექმნა ნებისმიერი ადამიანისთვის საოცნებო ქალაქი კანუდოსი. გურამ დოჩანაშვილის აზრით “ჩვენ ყველასა გვაქვს ჩვენი ქალაქი, ოღონდ ხანდახან არც ვიცით ხოლმე“, მაგრამ კანუდოსი ის ქალაქია, რომლის შესახებაც ყველა კარგმა მკითხველმა იცის, თ არ წაუკითხავს წარმოდგენილი მაინც ექნება ერთხელ.  აქ ყველა თანასწორია, ყველა ერთმანეთისთვისაა და ყველა თავისუფალია. დომენიკოს მეორე სამშბოლოც სწორედ აქაა. ის ხედავს, როგორ იღუპებიან ადამიანები თავისი მიწისთვის, როგორ თრგუნავენ სიკვდილს შიშს და თუმცა ფიზიკურად მარცხდებიან, სულიერად მაინც იმარჯვებენ: “ერთხელ ნაბოძებ სიცოცხლეში, ვიცოცხლოთ ერთხელ, კაცურად, უსინანულოდ”.

კანუდოსი რეალურად მართლა არსებობდა ბრაზილიაში, სადაც აჯანყება მოხდა (1896-97) წლებში. ზოგიერთი ადამიანი იმასაც ამბობს, რომ სამოსელი პირველის ავტორი პლაგიატია, თუმცა ჩემთვის არც ერთი ფაქტი ამცირებს წიგნისა თუ ავტორის მნიშვნელობას.

გურამ დოჩანაშვილმა გადაწყვიტა, რომ დომენიკო, რომელიც ყველას ძალიან შეგვიყვარდა საკუთარ სოფელს დაუბრუნოს. ასეა, ალბათ ყველა მაინც იქ ბრუნდება ბოლოს, საიდანაც იწყებს. ეს არის წრე, რომელზეც ჩვენ ვბრუნავთ. ბოროტებითა და სიკეთით, სიცოცხლითა და სიკვდილით, ზნეობითა და უზნეობით სავსე დედამიწა, რომელსაც სიყვარული ატრიალებს.

About these ads

9 responses to ““სამოსელი პირველი” ანუ დედამიწას სიყვარული ატრიალებს

  1. კარგი პოსტი გამოვიდა და სხვანაირად გონი ვერც იქნებოდა ისეთ თემაზე გიწერია :))

  2. რამდენიმე წლის წინ დავიწყე ამ წიგნის კითხვა თსუ-ს ბიბლიოთეკაში :დ მერე მივატოვე და დღემდე არ წამიკითხავს :დ მგონი საჩემო არაა

    • “sayvelaoa” es wigni magram albat shen cud dros daiwye kiitxva ,imdros roca mzad ar iyavi am wignis wasakitxad :)

  3. Pingback: მაქთუბ | Le blog de Marita·

  4. Pingback: პაულო კოელიოს “ალქიმიკოსი” | Le blog de Marita·

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s