რემარკი – სამი მეგობარი

ყველა კარგი წიგნი ჩვენში რაღაცას  ტოვებს. ეს არის წიგნის მთავარი ღირებულება, მთავარი თვისება რის გამოც უყვართ და ემეგობრებიან. წიგნი გვასწავლის ცხოვრებას, და ჩვენც, უბრალო ადამიანების მაგალითზე ვცდილობთ გავიგოთ მეტი, მივბაძოთ გმირებს, არ გავიმეოროთ ცოდვილთა შეცდომები და უბრალოდ ვისწავლოთ ცხოვრება, სადაც არის სიხარული,სევდა, ტკივილი, განშორება, მეგობრობა და სიყვარული.

ჩემს წინ ახლა ერთი მოძველებული წიგნი დევს, ალბათ ჩემამდე მინიმუმ შვიდ ადამიანს ექნება წაკითხული და აქედან სულ მცირე ერთი თუ იტირებდა ჩემნაირად, როცა უკანასკნელ ფურცლებს მიადგებოდა. ერიხ მარია რემარკის “სამი მეგობარი” ნამდვილი ემოციების მთელი ჯაჭვია, რომელიც უნდა განიცადო. ნამდვილი მაგალითია  ცხოვრებისა. ზოგჯერ ძალიან მწარე, ნაღვლიანი და დამაფიქრებელი. თავიდან ვერც კი მივხვდი რასთან მქონია საქმე, და სწორედ მარტივმა სიუჟეტმა ჩამახედა ძალიან ღრმად ადამიანების ფიქრებში. მე ვიყავი თითოეული ადამიანი ვინც ამ დროს თამაშობდა და მის როლს განვასახიერებდი, მათთან ერთან ვგრძნობდი და ვკვდებოდი. გავიგე როგორ შეიძლება ცხოვრობდე ტაქსისტი და მეძავი. ჩავიხედე სიღარიბეში, გავიცანი ძნელი ყოფა, თავის ჩამოხრჩობა, სიმთვრალე და ბედნიერების შეგრძნებები.

წიგნის მთავარი გმირი გვიყვება თავის ცხოვრებაზე რომელსაც აზრს აძლევს არაჩვეულებრივი ქალი. და როცა ჩვენ ცხოვრებაში ჩნდება სიყვარული ყველაფერი ძველი იცვლება ახლით. სამყაროში სადაც ვცხოვრობთ უფულოდ, საყვარელ ადამიანთან ერთად შეიძლება მოვიგონოთ რომ როდესმე მდიდრები ვიყავით ახლა გავკოტრდით და უბრალოდ ესე მოგვიწია დროებით , შევთხზათ ისტორიები რომ ვიყავით რიო დეაჟანეიროშ თუკი ამით მას გავახარებთ. იცვლება ჩვენი დამოკიდებულება და პასუხს ვაგებთ ჩვენს თავებზე და რაც მეტად გვიყვარდება მით უკეთესნი ვხდებით ჩვენც.

მე კი ვიჯექი ჩუმათ და ყურადღებით ვკითხულობდი ახალ–ახალ თავებს. სადაც ყველაფერი რეალურად ხდებოდა. ზოგჯერ მეჩვენებოდა რომ ცხოვრება მეტად მწარეა, უსამართლოა და ბედნიერი ვერ იქნები. ზოგჯერ კი ამისთვის ისიც საკმარისია რომ გყავს კარგი მეგობარი. მე ალბათ ყველაზე ბედნიერი სიყვარულის განცდის გარდა, უთუოდ ვიქნებოდი მაშინ როცა გაჭირვებაში მყოფს ჩემი საუკეთესო მეგობარი დამეხმარებოდა. როცა ვიტყოდი რომ ის მოვა, ის ყველაფერს გააკეთებს და ისიც გააკეთებდა. უბრალოდ ხელს გამომიწვდიდა და მაგრძნობინებდა რომ ჩემთანაა, ჩემთან ერთად გადაიტანს ტკივილს და ამის მერე კი მართლა უნდა დავაფასოთ ის რასაც მეგობრობა ქვია.მარადიული არაფერია და ჩვენ ეს ჯერ კიდევ ადრე ვიცოდით. იქნებ ჯობდეს ვიყოთ ბედნიერები ყოველგვარი დიადი მიზნების გარეშე, მაშინ როცა ჩვენს გევრდით ჩვენი საყვარელი ადამიანები არიან ?!

“სამი მეგობარი” ადამიანებზეა, ურთიერთობებზეა, ცხოვრების ტვირთსა და მიზანზეა. იქნებ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ სხვა თვალით შევხედოთ ცხოვრებას, და მეტად დავაფასოთ იგი, რადგან მართლა დასაფასებელია ცხოვრება მთელი თავისი გამოვლინებებით .

რამოდენიმე ფრაზამ კი ჩემს მეხსიერებაში დაიდო ბინა :

“ძნელია სიტყვების მონახვა, როცა ჭეშმარიტად რამე გაქვს სათქმელი. და მაშინაც კი, როცა საჭირო სიტყვები მოგადგება, მათი წარმოთქმა გრცხვენია.””ერთ წელიწადში კი შესაძლოა ბევრი რამ მოხდეს. წარსულმა გვასწავლა, რომ ცხოვრებაში მეტად შორს არ უნდა იხედებოდე წინ.””მთავარია გწამდეთ – მითხრა მან. – მამაზეციერი წყალობას არ დაგვაკლებს. ის ყოველთვის დაგვეხმარება, მაშინაც კი, როცა ზოგჯერ ჩვენ ეს დახმარება არ გვესმის.”ჩემის აზრით, ქალი არაფერს უნდა ეუბნებოდეს მამაკაცს იმის შესახებ, რომ ის უყვარს. ის დაე, მისმა გაბრწყინებულმა, ბედნიერმა თვალებმა თქვან. ისინი ყველა სიტყვაზე უფრო მჭევრმეტყველნი არიან.”

“წინასწარ ვერაფერს განსჭვრეტ. შესაძლოა სასიკვდილოდ განწირულმა ავადმყოფმა უფრო დიდხანს იცოცხლოს, ვიდრე ჯანმრთელმა ადამიანმა. სიცოცხლე მეტად უცნაური რამაა.”

 

About these ads

40 responses to “რემარკი – სამი მეგობარი

    • ნია მადლობ :) ამის შემდეგ ვაპირებ ყველა წიგნზე რასაც წავიკითხავ მცირე აღწერა დავწერო ხოლმე :)

      • გამარჯობა შენთან ერთი თხოვნა მაქვს და შეგიძლია FACEBOOK-ზე ან Skype-ში დამამატოო? მაგრად მჭირდება შენი დახმარება
        Skype : goga19goga
        FaceBook : Goga Khutsishvili

  1. იცი როგორ მიყვარს ,,სამი მეგობარი”? გასულ წელს წავიკითხე..და იმხელა შთაბეჭდილების და ემოციების ქვეშ ვიყავი…კიდეც ვიტირე..მართლაც გულით დაწერილია და უემოციოდ წაკითხვა შეუძლებელია….

    ,,არც ნახევარი,არც მთელი..ისე ფრაგმენტი..”

    ,,რატომ არის რომ ძეგლებს უდგამენ ზოგიერთ ადამიანებს და მთვარეს და აყვავებულ ხეს არა?!”

    ,,სულელად დაბადება სირცხვილი არაა,სულელად სიკვდილია მხოლოდ სამარცხვინო!”

    ,,ადამიანის სიცოცხლე ძალიან ხანგრძლივია სიყვარულისთვის….სიყვარულში ორთაგან ერტერთი ყოევლთვის მოიწყენს ხოლმე,მეორეს კი აღარაფერი დარცენია,გაშეშდება და რაღაცას ელოდება,ელოდება გაოგნებული…” :(

    ,,სიყვარული ადამიანში იბადება,მაგრამ მასში არასოდეს დასრულდება”

  2. ,,სულელად დაბადება სირცხვილი არაა,სულელად სიკვდილია მხოლოდ სამარცხვინო!”

    ,,ადამიანის სიცოცხლე ძალიან ხანგრძლივია სიყვარულისთვის….სიყვარულში ორთაგან ერტერთი ყოევლთვის მოიწყენს ხოლმე,მეორეს კი აღარაფერი დარცენია,გაშეშდება და რაღაცას ელოდება,ელოდება გაოგნებული…”

    ეს ორი განსაკუთრებით მომეწონა… ეტყობა საკმარისად ყურადღებით არ წამიკითხავს რომ ამომეწერა. ძალიან კარგი წიგნია მართლა, მეც ახლაც კი ემოციების ქვეშ ვარ..

  3. ძალიან რეალური,ცხოვრებისეული და თბილი წიგნია :) ნამდვილი გრძნობებით :) ძალიან მიყვარს საერთოდ რემარკი
    ეს პირველი იყო რაც წავიკითხე ამ მწერლის და იმის მერე მოვიწამლე რასაც ქვია :) ’’ტრიუმფალური თაღი’’ მიყვარს რატომღაც ყველაზე მეტად

    • ჩემთვისაც პირველი წიგნია რემარკის და იმედია კიდევ ბევრი იქნება : ) გეთანხმები მაგაში, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა : )

  4. რემარკი!!! – ეს ისეთი დონის მწერალია, რომლის სიღრმესაც ბევრი ვერ ჩაწვდება. ჩემი აზრით რემარკი არის უძლიერესი გერმანულ ლიტერატურულ კულტურაში, რემარკივით არავის შეეძლო გადმოეცა როგორია ნამდვილი ცხოვრება. არცერთი ლიტერატორის შემოქმედებაში არ მინახავს იმდენი ბრძნული და განუმეორებელი აზრი, რამდენიც რემარკის რომანებში!! იმ უამრავი მწერალიდან, რომელიც მე წამიკიტხავს და იმ რამოდენიმედან, რომლებსაც ჩემი საყვარელი მწერლები ქვიათ, ერიხ მარია რემარკი მუდამ იყო და იქნება პირველ ადგილზე…!!!

  5. waikitxet oskar vaildis dorian grey! udzlieresia! exla vkitxulob sam megobars da dzalian momwons. jer naxevaric ar wamikitxavs da enit aughwereli shtabechdileba moaxdina chemze! waikitxet

    • ორივე წაკითხული მაქვს და ძალიან მიყვარს. ვფიქრობ, იმდენად განსხვავებული შინაარსი აქვს ორივეს და სხვადასხვა ღირებულებებზეა დაფუძნებული არჩევანს ვერ გავაკეთებ. მთავარია ორივესგან რაღაც ისწავლო !

  6. მიყვარს რემარკი ძალიან…ტრიუმფალურ თაღს რომ ვკითხულობდი მინდოდა, რომ არ დამთავრებულიყო…ზუსტად “საჩემო” რომანები აქვს: )…ცხოვრებისეული…მის რომანებში ნამდვილად იგრძნობა სითბო,სიყვარული,შიში,მწუხარება,სიხარული…ყველაფერი..მიყვარს…ძალიან მიყვარს…

  7. ლიცლიცა წყალზე მოციმციმე პაწია ყვავილი ♥ გენიოსი წიგნია! ყველაზე საყვარელი ყველაზე საყვარელეს შორის.. წელი არ გავა, ახლიდან არ გადავიკითხო და ახლიდან არ შემიყვარდეს..

  8. “სამი მეგობარი” პირველი წიგნი იყო, რომლითაც რემარკი გავიცანი და მას შემდეგ მე და ერიხი “ახლო მეგობრები” ვართ :)

  9. ასე მგონია რომ რობი, კარლი, პატი, ლენცი და ყველა პერსონაჟი ჩემია! :)
    ძალიან მიყვარს ეს წიგნი

  10. atjer mainc meqneba cakitxuli, yovel cakitxvaze shemidzlia vitiro, imitom rom dakarguli taobis adamianebzea, chem taobas gavs es cigni, om gamovlilebi…….. nasesxebi sicocxle aqvs remarks kide kargi

  11. martlac arachveulebrivad chaswvdi wigns , yvela problema realurad agiqvi ,mec minda chemi grdznobebi da emociebi ,romelic ,,sami megobris” kitxvis dros ganvicade gagiziarot .. remarks ar vicnobdi .ramdenime saatis win davxure misi ,,sami megobari” ,imedgacruebulma, cremlmoreulma movajaxune kari ,romelic sxva samyarostan ,makavshirebda , da martlac ,iq ukve agaraferi iyo momxiblavi :patis galurjebuli sxeuli, gayiduli,,karli” , lenci da gaognebuli ,sicocxlis amaoebis da sikvdilis msaxvrali xelis yvealze sabralo msxevrpli -robi lokampi . ori dge gulnatkeni , gabruebuli vmogzaurobdi msubuqi ferebit daxatul jojoxetshi :sigatakeshi, vcxovrobdi medzavebis ,lotebis ,mdzgolebis ,ubralo adamianebis garemocvashi da ukve agaraferi mikvirda ,agaraferi !!!gancvifrebuli vuyurebdi fanjaradze chamokidebul hases ,muqi ferebit savse am sabralo xalxis yoveldgiurobas …
    roca sikvdilisa da sicocxlis gzajvaredindze videqi da chavxede orives tvalebshi ,roca vigrdzeni ru togor miyvars chitebis whikwhiki , cxratvala mze,cisferi kriala ca ,yvavilebi da roca warmovidgine ,rom iqneba dge ,rodesac es yvelaferi gaqreba .gacamtverdeba ,roca wyvdiadi dadgeba , ukuni sibnele da irgvlisv yovelive damunjdeba ,roca agar shegvedzlba siyvaruli chaxuteba ,mofereba ,roca yvelaferi gacivdeba da sikvdili karze daakakunebs ,mashin ,mxolod mashin davfasebts adamianebi tu ramdenad mshvenieria sicocxle ,da ramdenad sastiki amqveyniuri amaoeba.
    axla remarkis ,,jami sicocxlisa da jami sikvdilisas” vecnobi ,aranakleb saintereoa ,albat dametanxmebit!!:)

    • სამწუხაროდ ეგ წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ მომეწონება. თიკო მადლობა, შენი კომენტარი რომ წავიკითხე, მთლიანმა “სამმა მეგობარმა” თვალწინ ჩამიარა და გამახსენდა ჩემი ემოციები როცა მას ვკითხულობდი:)

  12. ყოველთვის მინდოდა ” სამი მეგობარი ” – ს წაკითხვა, მაგრამ ამის მერე უფრო მომინდა. <3

  13. ყველაზე მძიმე ბოლო მომენტიაა საათის წიკ წიკი რო არ ჩუმდება :) ბიჭი ვარ და დამიჯერეთ არანაკლები ემოციით დავასრულე მეც “სამი მეგობარი” როგორც თქვენ , უძლიერესიაა უძლიერესთა შორის !

  14. zalian miyvars da rogorc me shemefereba gavskdi tirilit….eh.tu rame melodrama gadis kinoshi marto mivdivar
    ar minda chemi cremlebi vinmem naxos.sam megobarsac chumad vkitxulobdi.metireb da ra vqna?

  15. megobari? eg sityva ise shemazizges ar mindoda am sityvis gagonebac magram exla iseti megobari machuqa ufalma mis gamo sicocxlesac ki davtmob ogond mas rame ar gauwirdes. me roza chem meore dad migige megobaro miyvarxar

  16. ძალიან მაგარი წიგნია, გუშინ დავამთავრე, პატი რომ მოკვდებოდა მაგას შეგუებული ვიყავი და არ მეგონა ლენცსაც თუ მოკლავდა მწერალი.

  17. რემარკის სამი მეგობარი არის უძლიერესი ნაწარმოები..აი მთელ ჩემს ცხოვრებას უპასუხა ამ წიგნმა .. თითოეული გმირი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა..ლოკამპი ლენცი კოსტერი პატი … ძალიან მომწონდა ფერდინანდიი ეს გმირი იმდენ სიმართლეს ამბობდა რო აი არ ვიციიი ნამდვილი ხელოვანიი იყოო…14წლის ვარ და პირველად მოვეკიდე წიგნს ასე სერიოზულად ძალიან შემიყვარდაა ბევრი რამ გავიგე და სხვა თვალით დავინახე ცხოვრებააა…პატიის სიკვდილი რატომღაც მალევე ვიგძრენი როცა ის ავად გახდა და შევეგუეე კიდეც მაგრამ ბოლოს მაინც ვიტირეეე …. მოკლედ იმდენს დავწერდი წერა არ მეზარება მაგრამ ვერ გადმოვცემ ჯერ კიდევ ჩემს ემოციებს სულ რაღაც 5 წუთის წინ მოვრჩი კითხვას

  18. ეხლა ვკითხულობ ამ წიგნს ზღვა ემოციებითვარ სავსე და არ მინდა რომ დამთავრდეს, აქ ისეთი კომენტარებია და თვითონ პოსტიც ისეთი სავსეა, რომ არ ვიცი რა შეიძლება დავამატო. ამ მწერალმა სრულიად გადამასახლა იმ პერიოდში, ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ყველა ემოცია სრული სიზუსტით შემეგრძნო..აღფრთოვანებული ვარ.იგივეს ვიტყოდი ტრიუმფალურ თაღძეც.

  19. გუშინ დავამთავრე და ძალიან ძალიან ძალიან მომეწონა… ახლაც გახსენებაზე მაჟრიალებს…. ვიტირე რომელია… ბოლოს უკვე ერთსაათიანი ტირილის მერე მივხვდი რო უნდა გავჩერებულიყავი))) მართლაც ძალიან მაგარია… ყველას ვურჩევვ მის წაკითხვას… მართლაც სიტყვებით არ აღიწერება ეს ემოცია, ამიტომაც მიჭირს რაიმეს დაწერა და ეს ფრაზები მეც კარგად დამამახსოვრდა)))

  20. ვისაც არ აქვს წაკითხული ჯერ კიდევ წინ აქვს უდიდესი სიამოვნება რასაც მისი წაკითხვის დროს მიიღებს..ეს არის ემოციების და გრძნობების ჯაჭვი მართლაც რომელიც აუღელვებელს ვერავის დატოვებს..

  21. ბევრისთვის რემარკი მხოლოდ “ტრიუმფალური თაღია”. ვიმედოვნებ, რომ ასეთი ადამიანების რიცხვმა იკლო.
    რემარკის სულ ოთხი წიგნი მაქვს წაკითხული და აქედან პირველ ადგილზე სწორედ “სამი მეგობარია”. ჩემთვის პირადად, მეტად საკვირველია, როგორ შესწევდა ამ კაცს ძალა, რომ ის რეალობა და ცხოვრების სიმუხთლე ასე თვალნათლივ გადმოეცა?! ასე დამაჯერებლად, გულსა და სულში ჩამწვდომი სიტყვებითა თუ ფრაზებით? თითქოს არ ანაღვლებდა, რას იფიქრებდა მკითხველი, ხანდახან მგონია მისი დევიზი იყო მკითხველს აღარ ეფიქრა რომ “ცხოვრება მშვენიერია”.
    ბევრს უთქვამს და მეც აქვე გავიმეორებ, რომ რემარკი სასტიკია, სასტიკი როგორც ცხოვრება. სწორედ ეს წარმოადგენს ხიბლს მის ნაწარმოებებში.

    • “სამი მეგობარი” მეც მირჩევნია “ტრიუმფალურ თაღს” და მიხარია, რომ კიდევ ერთი ჩემნაირი ადამიანი ვიპოვე:) რემარკის კითხვისას არ ვკარგავ რეალობის შეგრძნებას. ეს თან კარგიცაა, თან ცუდიც.

  22. Triumfaluri Tagi Remarkis Saxea Da Amit Icnobs Mat Aramkitxvelic ki . Magram Visac Sami Megobari Waukitxavs Mixvdeba Ro Es Ufro Metia .. Me Triumfalur Tags Nasesxebi Sicocxlec Mirchevia .. Remarki Chemi Ideali Gaxda Mas Shemdeg Rac . Pirvelad Es Ukanaskneli Romani Wavikitxe .. Me Agmovachine Bevri Saerto Chemsa Da Mis Ideologias Shoris .. Esaa Mwerali Tavisi Dzalian Martivi Da Pirdapiri Gadmocemis Stilit . Magram Genialuroba Swored Am Simartiveshia <3 Jer 5 Wignimaqvs Misi Da Didi Interesit da Mondomebit Vedzeb Danarchenebs .

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s