წიგნების სია

არ იფიქროთ რომ ეს “წიგნების სია” რამე ახალია. მე დიდი ხანია მაქვს დაგლეჯილი ფურცელი რომელზეც დიდი ჩამონათვალი მიწერია და რომელიც ძალიან ხშირად ხდება რედაქტირების მსხვერპლი. უბრალოდ მომბეზრდა ამ ფურცლის გაფრთხილება და იმის გაფიქრება რომ “რომ დამეკარგოს მერე რა ვქნა, როდესმე ბლოგზე გადავიტან”…

ხოდა ყოველგვარი უბედურების თავიდან ასაცილებლად, გადავწყვიტე ეს სია ბლოგზე გადმოვიტანო, რაიცი რა სარგებელს მომიტანს. იქნებ რამდენიმე ფუნქციაც დაავუმატო და თუნდაც ყოველი მესამე წაკითხული წიგნის შესახებ ცოტა რამ დავწერო ხოლმე, ვგონებ საინტერესო იქნება :) მოკლედ სულ რომ არაფერი, მერე გადავხედავ და სიამოვნებას მაინც მივიღებ იმითი, რომ რაც ვთქვი გავაკეთე და რაც წავიკითხე გადავხაზე ლამაზად და არა ისე როგორც ჩემ დალოცვილ ფურცელზე ვხაზავ… :)

Redirected, March21 : წიგნების სიის შექმნის მერე, უცნაურობა ხდება ჩემს თავს. ყოველთვის როცა რამეს წაკითხვას ვაპირებ და ვამბობ მომავალში ამას წავიკითხავ– მეთქი, უცებ ისეთი წიგნი გამოჩნდება, რომ იმაზე გადამაქ ყურადღება და სიას აღარც ვუყურებ. ამიტომ გადავწყვიტე ცარიელი სიის ყურებით რომ არ ვიყო უკმაყოფილო, თან დავუმატო ბოლოს წაკითხული წიგნების სია : )

ბოლოს წაკითხული წიგნები

1) ვერნონ გენიოს ლითლი (დიბისი პიერი)

2) სამი მეგობარი ( ერიხ მარია რემარკი)

3)  შტეფან ცვაიგის ნოველები (უცნობი ქალის წერილები, მწველი საიდუმლო, ზაფხულის ნოველა, შიში, ამოკით შეპყრობილი, ქალის ცხოვრების 24 საათი, უხილავი კოლექცია, ლეპორელა, საჭადრაკო ნოველა)

4) ცხოველების ფერმა (ჯორჯ ორუელი)

5) ამერიკული ზღაპრები (დათო ტურაშვილი)

6) ტრამალის მგელი (ჰერმან ჰესე)

7) დაბადებული საბჭოთა კავშირში (ვასილ ერნუ)

8) ნადირობა ცხვარზე (ჰარუკი მურაკამი)

9) 99 ფრანკი (ფრედერიკ ბეგბედერი)

10) გურჯი–ხათუნი და 11 მოთხრობა (დ.ტურაშვილი)

11) პორტობელოელი ჯადოქარი (პაულო კოელიო)

12) მსოფლიოს რჩეული მოთხრობების I და II ტომი

13) კლოუნის თვალთახედვა (ჰაინრიხ ბიოლი)

14) მარადისობის კანონი (ნოდარ დუმბაძე)

15)ადოლფ ჰიტლერი (გრიგოლ რობაქიძე)

16) ზიზღი (ალბერტო მორავია)

17) მშვიდობით, იარაღო (ჰემინგუეი)

18) ჰარი მორგანი (ჰემინგუეი)

19) მადამ ბოვარი (გუსტავ ფლობერი)

20) დიონისოს ღიმილი (კ.გამსახურდია)

21) 1984 (ჯორჯ ორუელი)

22) შაგრენის ტყავი (ონორე დე ბალზაკი)

23) ჩაკლული სული (გრიგოლ რობაქიძე)

24) ტორტილა ფლეტი (ჯონ სტაინბეკი)

25) მისტერიები (კნუტ ჰამსუნი)

26) უკაცო სახლი (ჰაინრიხ ბიოლი)

27) Homo Faber (მაქს ფრიში)

28) დავით აღმაშენებელი (კონსტანტინე გამსახურდია)

29) ანა ფრანკის დღიურები

30) დათა თუთაშხია (ჭაბუა ამირეჯიბი)

31) კაცი, რომელიც იცინის (ვიქტორ ჰიუგო)

32)  შავი ჭირი (ალბერ კამიუ)

33) ჰაჯი მურატი (ლევ ტოლსტოი)

34) ტრიუმფალური თაღი (რემარკი)

წასაკითხი წიგნები

  • იდიოტი (დოსტოევსკი)
  • წითელი და შავი (სტენდალი)
  • მარტინ იდენი ( ჯეკ ლონდონი)
  • ასე იტყოდა ზარატუსტრა (ფრიდრიხ ნიცშე)
  • ელემენტარული ნაწილაკები (მიშელ უელბეკი)
  • საერთო რვეეული (აგოტა კრისტოფი)
  • ფიესტა (ჰემინგუეი)
  • დანაშაული და სასჯელი (დოსტოევსკი)
  • დიდი გეტსბი და ნაზია ღამე (სკოტ ფრენსის ფიცჯერალდი)
  • ჰერმან ჰესე – ”დამსვენებელი”
  • დათო ტურაშვილი – ”ჩაძირული ქალაქის ღამე”
  • კნუტ ჰამსუნი – “შიმშილი”
About these ads

25 responses to “წიგნების სია

  1. აუ ჩამოვწერ რა რომლები მაქვს წაკითხული
    გთხოვ რა..
    გამიხარდება ^^
    გულს გავახარებ ^^

    1, 2 (სულ მინდოდა წამეკითხა, რომ დავინახე რამსისქე იყო თვალი ავარიდე :დ, 3 (არ ვაპირებ, ან დიდი ხნის მერე), 4, 5, 6, 7 ნომერი გამოგრჩა :პ, 8 (არც ამას ვაპირებ. ყველა კი აქებს მარა ბევრი პერსონაჟია და მეზარება), 9 (გული არ მიმიწევს), 10 (ფილმი მაქვს ნანახი), 11 და 12 (პირველად მესმის), 13, 14 (ამან დამაინტერესა),

    არა გული ვეღარ გაუძლებს რამდენი არ წამიკითხავს… :დ:დ

    პ.ს. შაგრენის ტყავი არ მომეწონა და “წითელი და შავი” ამან დიდი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თავის დროზე..

    ამ კილიმანჯაროში რა ნახეთ ისეთი? კი კარგია მარა რავიცი გასაგიჟებელი არაა (გარჩეულიც გვაქვს უნიში მარა მაინც). და დოსტოევსკი ყვეას წაკითხული უნდა ჰქონდეს..

    ბოდიში თავი მოგაბეზრე ბლოგერო :)

    • არაუშავს :დ მეც არ წამიკითხავს ბევრი კარგი წიგნი მაგრამ რაოდენობა მეორეხარისხოვანია, პირიქით მიხარია რომ წინ კარგი წუთები მელის.

  2. პირველ ათეულში ძალიან კარგი წიგნები გაქვს, მართალია სელინჯერი აკლია, მაგრამ შენს გემოვნებას ძალიან ვაფასებ და მომწონს.

    • მადლობ :* სელინჯერს ყველაფერს თუ წავიკითხავ მრე მივამატებ :))

    • დიდი მადლობა, ამ წიგნებს რომ წავიკითხავ უფრო ჩამოვყალიბდები :))

  3. უცნობი ქალის წერილები (შტეფან ცვაიგი)
    ცვაიგი ერთად უნდა წაიკითხო ჩემი აზრით
    მეც ამით დავიწყე და მერე ვეღარ გავჩერდი
    ერთი ამოსუნთქივთ იკითხება და თან ისე აგაფორიაქებს :)

    • ხო, მეც ბევრისგან მოვისმინე ეგ აზრი და წინასწარ უკვე ვემზადები :)

  4. ბლოგერო ყოჩაღ, ნამდვილად ძალიან კარგი ნაწარმოებები გაქვს ჩამოთვლილი. მართალია ქართველები არ გყავს მოხსენიებული, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, სადაც საჭიროა იქ მოიხსენიებ. ასეთი გემოვნების ადამიანი არ შეიძლება არ გიჟდებოდე დიდოსტატის მარჯვენაზე, ყინწვისის ანგელოზზე და რავიცი კიდევ. ჩემი თხოვნა იქნება თუ შეძლებ რამე მათზეც გააკეთო :)

    • დიდი მადლობა :) არ დავკვირვებივარ ქართველი მწერლები მეწერა თუ არა, მაგრამ ალბათ დაწერა არც ჭირდება :) ყოველშემთხვევაში ვცდილობ, რომ ქართული ნაწარმოებებიც ვიკითხო და უცხოურიც :) ვეცდები ზოგადად ლიტერატურის და მითუმეტეს ქართულის იგვლივ მეტი პოსტბეი დავდო :)

  5. რემარკი და ჯეკ ლონდონი !!!! სხვა ყველაფერი არაფერს წარმოადგენს ამათთან შედარებით!!!!

    ალქიმიკოსს ერთხელ რო წაიკითხავ მეორედ აღარ მგონია მოგინდეს იმიტომ, რომ მასში სახელწოდების გარდა საინტერესო არაფერია, სახელიც კომერციული მიზნებისთვის აქვს შერჩეული, იმენა უაზრობაა…

    კოელიოს მაგარი უნიჭო მწერლად ვთვლი, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი საყვარელი ჯგუფის ოფიციალური ფანია :D :D კოელიო “Scorpions”-ის ოფიციალური ფან-კლუბის წევრია, მაგრამ მე მაინც სულ მკიდია…

    • მე კოელიოს შემოქმედებას არ ვიცნობ და ამიტომ ვერაფერს ვიტყვი :) რემარკზე კი დაგეთანხმები :)

    • ok ar shegedavebi sheni azri eg aris koeloze magram me am adamians vagmertebs ,misi nacarmoebebi dzalian advili casakitxia magrma am nacarmoebebis mizani is ki araa ubralod mogviyves erti zgapruli istoria aramed gagitaros sxvadasxva mesijebi gonebashi da gascavlos cxovrebis gza me cakitxuli mak alkimikosi da didisiamovnebit kidev ertxel cavikitxavdi am cignma mascavla rom cxovrebashi sheudzlebeli araperia mtavaria didi mondomeba da rcmena rom am yvelafers miagcev, kitxva marto is ki ara rac sheidzleba male caikitxo da tkva rom ai es cigni cavikitxe aramed unda gaacnobiero da gaixilvo avtoris mosazreba da ramdenad martali an mtyuania gansajo magram me ar shemidzlia aseti didi adamiani gavsajo, (p.s musulmanur kveynebshi eg cigni akrdzales rom icode, chemi azrit xelisuplebas namdvilad ar undoda ubralo adamianebs gaegot ramxela dzala akvt! rasac es cigni gvascavlis)

  6. წითელი და შავი (სტენდალი) ამ ციგნში აღმოვაჩნე ”დედოფალი მარგოს” რამოდენიმე სიუჟეტი უდრო სწორად დე ლამოლის და კოკონასის თავის მოკვეთის სცენა .. წიგნი წიგნში ვიპოვე და ძალიან გავოცდიიიი. ფრანგულ ლიტერატურაზე ვაბოდებ!

  7. witeli da shavs exla vkitxulobb .. : ))) shen ra unda waikitxo iqedan meti wili wakitxuli maqq.. :)) rac waikitxe iqedan titqmis ara.. martin ideni martla dzalian magaria . :)) ise is 50 wigni roa miaweqi kargia.. shagrenis tyavs ar girchev me piradad ver wavikitxe .. : )) es kargi azria mec minda siis shedgena . : ))

    • რასაც ვკითხულობ, ამ სიიდან არ არის და მაგიტომ. ამ სიაში რა წიგნებიცაა არ მაქვს :( მაგრამ უახლოეს მომავალში მოვიძიებ..

  8. gamikvirda wasakitx wignebshi -viqtor hiugos -”kaci,romelic icinis” rom ar gqonda shetanili , da tu ar gaqvs wakitxuli esec chaamate shen sawakitx wignebis sias ,^^ martla dzaliian magari wignia.. hom … mec maqvs wakitxuli da wasakitxi wignebis sia da uceb iset wigns agmovachen,rom sias viviwkeb xolme:\ ise dzalian momwons sheni blogi ,,chemnairi azrebi gawuxebs da dzalian mixaria ^_^

  9. შენს სიაში ეგზიუპერის პატარა პრინცი ვერ აღმოვაჩინე და ცოტა არ იყოს მეწყინა:)

  10. 99 ფრანკი არ მომეწონა დასაწყისშივე მივატოვე . უცბად შემზიზღდა ბეგბედერი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s